მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მეტ ელექტროენერგიას ტურიზმის სფერო მოიხმარს

5b3cdf34c0f43
მაია ბიწაძე
04.07.18 19:00
1582
საქართველოში ყველაზე მეტი ელექტროენერგია ტურიზმის სფეროში მოქმედმა კომპანიებმა მოიხმარეს, - ამის შესახებ ,,საქმის კურსის“ ეთერში საქართველოს სახელმწიფო ელეტროსისტემის მმართველი საბჭოს წევრმა, ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა. მისი განმარტებით, წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ელექტროენერგიის პიკური მოხმარება დაფიქსირდა, რამაც დაახლოებით 2 ათასი მეგავატი შეადგინა.

"ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარება გეომეტრიული პროგრესით გაიზარდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავაია ზაფხულის პიკური ზრდა, ასეთი პიკი რაც ამჟამად დაფიქსირდა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში უპრეცედენტოა. კერძოდ, მოხმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით 2 ათას მეგავატს მიუახლოვდა. საშუალო წლიურმა ზრდამ კი, რაც იანვრიდან ივლისის ჩათვლით ითვლება, 8,5% შეადგენა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი ზრდა აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, რაც ტურისტული სეზონის დაწყებას და სამშენებლო ბიზნესის განვითარებას უკავშირდება.

" ყველაზე მეტი მოხმარება აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, რისი მიზეზიც ტურიზმის განვითარება და აქტიური მშენებლობის ფაზაა, ასევე სვანეთის რეგიონში, სადაც გასულ წელთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 30%-ით გაიზარდა. შემდეგ თბილისი და კახეთია, სადაც ზრდამ 15-17% შეადგინა. ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მთავრი მიზეზი ტურიზმის და შესაბამისად, თანმდევი დარგების განვითარებაა: ეს არის სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მშენებლობები. მშენებლობისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი ზაფხულია და მოხმარება ამ სექტორში ზაფხულში განსაკუთრებით იზრდება“ - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები