საქსტატმა ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აგვისტოში საქართველოში ფასები წლიურად 5.6%-ით გაიზარდა. საქსტატი ინფლაციის დათვლისთვის ყოველთვიურად 305 დასახელების საქონლისა და მომსახურების ფასებს აღრიცხავს. 305 დასახელების საქონლიდან და მომსახურებიდან 193-ის ფასი გაიზარდა, 12-ის ფასი უცვლელი დარჩა, 100 დასახელების საქონლისა და პროდუქტის ფასი კი შემცირდა.
დეტალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად პომიდორი გაძვირდა, რომლის ღირებულებაც 57.5%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს იკავებს გაზეთები, რომლის ფასიც 45.5%-ით გაიზარდა; მესამე პოზიციაზეა ხახვი 42.7%-ის ფასის ზრდით.
| # | პროდუქტი/სერვისი | პროცენტული სხვაობა |
| 1 | პომიდორი | 57.5% |
| 2 | გაზეთი | 45.5% |
| 3 | ხახვი | 42.7% |
| 4 | დიზელის საწვავი | 39.6% |
| 5 | ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი | 36.5% |
| 6 | კომბოსტო | 31.4% |
| 7 | ჟურნალი | 30.0% |
| 8 | ქალის ზამთრის ფეხსაცმელი | 29.7% |
| 9 | თვითმფრინავით მგზავრობა | 29.7% |
| 10 | ქალის ფეხსაცმლის შეკეთება | 28.9% |
გაიაფებულ საქონელს შორის პირველ ადგილს იკავებს მანდარინი, რომელიც აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 30%-ით გაიაფდა. მეორე ადგილზეა ნიორი 29.1%-იანი გაიაფებით, მესამეზე კი ინტერნეტის კომუნალური სერვისის ღირებულება, რაც წლიურად 25.5%-ით გაიაფდა.
| # | პროდუქტი/სერვისი | პროცენტული სხვაობა |
| 1 | მანდარინი | -30.0% |
| 2 | ნიორი | -29.1% |
| 3 | ინტერნეტის გადასახდელი | -25.5% |
| 4 | ფორთოხალი | -22.8% |
| 5 | ქლიავი | -20.2% |
| 6 | ატამი | -19.1% |
| 7 | კივი | -18.5% |
| 8 | ლიმონი | -18.5% |
| 9 | თეფში | -17.9% |
| 10 | სარეცხი მანქანა | -16.6% |




























