მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი ინტერნეტაბონენტი "მაგთიკომს" ჰყავს

5be296551daf5
ელენე გოგბერაშვილი
07.11.18 11:37
762
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტაბონენტების რაოდენობით ბაზრის ყველაზე დიდ წილს კომპანია „მაგთიკომი“ ფლობს. „მაგთიკომის“ აბონენტების რაოდენობა 2018 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით 356 ათას 279 შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია „მაგთიკომის“ ინტერნეტაბონენტების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.

მეორე ადგილზეა სილქნეტი 277,178 აბონენტით. მესამე ადგილს იკავებს ახალი ქსელები, რომლის აბონენტების რაოდენობა საანგარიში პერიოდში 35,854 შეადგენს. 15,067 აბონენტი ჰყავს CGC-ს. ჯამში კომპანიებს 18 სექტემბრის მდგომარეობით 684,378 ინტერნეტაბონენტი ჰყავს.

ბაზრის ყველაზე დიდ წილს მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვითაც „მაგთიკომი“ იკავებს. ბოლო მონაცემებით მას 2 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. მეორე ადგილზეა „ჯეოსელი“ მილიონ 801 ათასზე მეტი აბონენტით, ვიოლი საქართველო მილიონ 127 ათასზე მეტი აბონენტით, სილქნეტი 14 ათას 364 აბონენტით და ჯიმობაილი 1,269 აბონენტით. 18 სექტემბრის მდგომარეობით, ჯამში კომპანიებს 4 მილიონ 944 ათას 758 მობილური აბონენტი ჰყავთ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები