მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი საჩხერეში დარეგისტრირდა

5b30906109cd8
თათია ჩაფიჩაძე
25.06.18 10:46
1193
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიწის გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო პროექტის დაწყებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, წარმატებულად დასრულებული სარეგისტრაციო განცხადებების რაოდენობა 491 045-ია. სხვადასხვა უწყებებში დოკუმენტების მოძიება მიმდინარეობს 61 548 მიწის ნაკვეთზე, 24 026 განცხადება კი მუნიციპალიტეტების მერიებთან არსებული საკუთრების აღიარების კომისიების წარმოებაშია. რაც შეეხება პროცენტულობას, უწყება რეგისტრირებული მიწების პროცენტულობაზე ინფორმაციას არ ავრცელებს. ამ დროისთვის ასევე უცნობია საქართველოს მიწების რამდენი ჰექტარია რეგისტრირებული.

ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი, მთლიანი რაოდენობის 6.7%, დარეგისტრირდა საჩხერეში, შემდგომ მას მოჰყვება ზესტაფონი - 5.8%-ით, ხოლო მესამე ადგილზე იმყოფება ჭიათურა - 5.2%-ით. თბილისში რეგისტრირებული მიწების რაოდენობა შეადგენს 6621-ს, რაც საერთო რაოდენობის 1.3%-ია. ამ გადაანგარიშებით ბოლო სამეულს 0.9-0.9%-ით იკავებენ ნინოწმინდა, სენაკი და თეთრიწყაროს რაიონები.

მიწის გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო პროექტი, რომელიც საკუთრების უფლების უსასყიდლო რეგისტრაციას ითვალისწინებს, 2016 წლის 1-ლი აგვისტოდან შევიდა ძალაში, მისი მოქმედების ვადა კი 2018 წლის 1-ელ ივლისს იწურებოდა. ცვლილებების მიხედვით პროგრამა კიდევ 6 თვით, 2019 წლის 1 იანვრამდე გადავადდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები