მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მეტი სამშენებლო ობიექტი წელს თბილისსა და კახეთში დასრულდა

5b3df3dd3d54d
თამუნა დემეტრაშვილი
05.07.18 14:31
14660
მიმდინარე წლის 1 კვარტალში ქვეყნის მასშტაბით დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 542 ობიექტი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109-ით ნაკლებია. ყველაზე მეტი ობიექტი - 166, თბილისში დასრულდა, მას 89 ობიექტით კახეთის რეგიონი მოსდევს, მესამე პოზიციაზე კი მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლია 62-62 დასრულებული ობიქტით.

ყველაზე ნაკლები - სულ 3 ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმში. სულ გასულ წელს მშენებლობის სექტორში გამოშვებული პროდუქციის მოცულობამ 7166,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 53 მილიონით მეტია. რაც შეეხება დასაქმებულებს, - 2017 წელს სამშენებლო სექტორში 72 ათას ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული, რაც 2016 წელს 1000 კაცით ჩამორჩება, თუმცა 2010 წელს თუ შევადარებთ, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა 80%-ითაა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები