უმუშევართა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ასევე ფიქსირდება, 20-24 და 25-29 ასაკობრივ კატეგორიაში.
"უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

























