მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი

63905b9e676b7
შოთა ტყეშელაშვილი
07.12.22 13:43
5518
2023 წლიდან ბანკებთან ერთად მოგების გადასახადი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც 20%-მდე გაეზრდებათ. დღეს ბაზარზე სულ 37 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს, რომლებმაც 2022 წლის 9 თვეში 81.2 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად სექტორის წმინდა მოგების ნახევარზე მეტს (43 მილიონს) ერთი ორგანიზაცია “რიკო კრედიტი” აგენერირებს. 9.5 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა “სვის კაპიტალი”, ხოლო მესამე პოზიციას 4.4 მილიონი ლარით მისო “ინტელექსპრესი” იკავებს.

რიკო ექსპრესი არამხოლოდ წმინდა მოგების, არამედ აქტივებისა (522 მლნ) და საკრედიტო პორტფელის (420 მლნ) ზომითაც ბაზრის #1 მოთამაშეა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 2022 წლის 9 თვეში:

1. რიკო ექსპრესი - 43.4 მლნ ლარი;
2. სვის კაპიტალი - 9.5 მლნ ლარი;
3. ევროკრედიტი - 8.9 მლნ ლარი;
4. მისო ინტელექსპრესი - 4.4 მლნ ლარი;
5. სმარტ ფინანსი - 4.3 მლნ ლარი;
6. ბერმელი - 3.6 მლნ ლარი;
7. ლიდერ კრედიტი - 3.5 მლნ ლარი;
8. კრისტალი - 2.9 მლნ ლარი;
9. კრედიტსერვისი+ - 2.9 მლნ ლარი;
10. ლაზიკა კაპიტალი - 0.2 მლნ ლარი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი 37 მისოს ჯამური აქტივები 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 200 მილიონი ლარით მეტია. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელს, ის 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით ასევე 190 მილიონი ლარით მეტია.

აქტივების ზომის მიხედვით, უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეიტინგი:

1. რიკო ექსპრესი - 522 მლნ ლარი;
2. კრისტალი - 433 მლნ ლარი;
3. სვის კაპიტალი - 172 მლნ ლარი;
4. მიკრო ბიზნეს კაპიტალი - 97 მლნ ლარი;
5. ლიდერ კრედიტი - 81 მლნ ლარი;
6. ლაზიკა კაპიტალი - 78 მლნ ლარი;
7. სმარტ ფინანსი - 74 მლნ ლარი;
8. ევროკრედიტი - 58.9 მლნ ლარი;
9. მისო ინტელექსპრესი - 52 მლნ ლარი;
10. კრედიტსერვისი+ - 41 მლნ ლარი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემულ სესხებში წამყვან ადგილზეა სალომბარდე კრედიტები (775 მლნ), სამომხმარებლო სესხები (378 მლნ), ვაჭრობის და სერვისების ფინანსირება (186 მლნ), სოფლის მეურნეობა (103 მლნ) და საგანვადებო კრედიტები (47 მლნ).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები