მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მოთხოვნადი ნივთები დაყადაღებული ქონების ელექტრონულ მაღაზიაში

59c4ba5c1a0e7
ლევან თაღიაშვილი
22.09.17 11:19
2345
დაყადაღებული ქონების ელექტრონულ მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნადი ნივთები საოჯახო ტექნიკა და ავეჯია, - ამის შესახებ საქმის კურსს აღსრულების ეროვნულში ბიუროში განუცხადეს. უწყების ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისი - ელექტრონული მაღაზია დიდი მოთხოვნით ვერ სარგებლობს, თუმცა მისი პოპულარიზაციის მიზნით, უახლოეს მომავალში, საინფორმაციო კამპანია იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მაღაზია www.eshop.nbe.gov.ge მიმდინარე წლის ზაფხულში გაეშვა და მისი მთავარი ფუნქცია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დაყადაღებული ქონების გაყიდვაა საბაზრო ღირებულების 80 პროცენტად.

ქონების შესაძენად, საჭიროა, მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია შესაბამის ვებ-გვერდზე და სასურველი ნივთის ღირებულების გადახდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი სერვისით, სააღსრულებო პროცესის მონაწილე პირებს უფლება ეძლევათ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების პირდაპირი რეალიზაცია მოახდინონ. სააუქციონო მომსახურების დაწყებამდე, აღსრულების ეროვნული ბიურო შესაბამის ქონებას სარეალიზაციოდ ელექტრონულ მაღაზიაში განათავსებს, რისთვისაც მოვალისა და კრედიტორის თანხმობაა საჭირო.

უწყების ცნობით, ელექტრონული მაღაზიის მომსახურება აუმჯობესებს ქონების სარგებლიანად რეალიზაციის შესაძლებლობას, ასევე ამცირებს სააღსრულებო წარმოების პროცესში არსებულ პროცედურებსა და ვადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები