მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მოთხოვნადი სკოლები

5b34868e60aca
მეგი კავთუაშვილი
28.06.18 11:00
2372
საქართველოს ყველაზე დიდკონტინგენტიანი სკოლების უმრავლესობაში ფსიქოლოგის შტატი არ არის. BM.GE-მ განათლების სამინსიტროდან 10 ყველაზე მოთხოვნადი სკოლის ჩამონათვალი, მოსწავლეების, მასწავლებლების, მანდატურებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ყველაზე დიდკონტინგენტიანი თბილისის №161 საჯარო სკოლაა მასში 2 731 ბავშვი სწავლობს. სკოლაში 6 მანდატური ჰყავთ, მაგრამ არც ერთი ფსიქოლოგი. მეორე ადგილზე თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლაა 2 645 მოსწავლით, არც ერთი ფიქოლოგითა და 5 მანდატურით. მესამეზე - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა - 2 513 მოსწავლით, 5 მანდატურითა და 1 ფსიქოლოგით.

აღნიშნული სკოლების გარდა ყველაზე მსხვილი სკოლების ათეულს შეადგენენ:

სსიპ - ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა - 2 477 მოსწავლე;
სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა - 2 206 მოსწავლე;
სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია - 2 174 მოსწავლე;
სსიპ - ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო კოლა - 2 154 მოსწავლე;
სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა - 1 987 მოსწავლე;
სსიპ - ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა - 1 972 მოსწავლე;
სსიპ - ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა - 1 912 მოსწავლე.