მობილური აბონენტების რაოდენობისა და შემოსავლების მიხედვით ბაზრის ყველაზე დიდი წილი Magti-ს (მაგთი) ეკუთვნის. კომპანიის ქსელით აბონენტების 37,7% სარგებლობს, მეორე პოზიციაზე 35,4%-ით Geocell-ია (ჯეოსელი), მესამეზე ბაზრის 26,6%-იანი წილით Beeline (ბილაინი) იკავებს. მეოთხე პოზიციაზე მყოფი Silknet (სილქნეტი) კი მობილური აბონენტების მხოლოდ 0,3%-ს ემსახურება.
მთლიანობაში საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობა კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით 5,7 მილიონი ადამიანია, ზრდამ კი 178 ათასი აბონენტი შეადგინა. რაც შეეხება შემოსავლებს, მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი 2017 წლისთვის 448 მილიონი ლარი იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 7,8% -ით მეტია.

























