Forbes მარიხუანის გასაღებისთვის ყველაზე პერსპექტიულ ბაზრებზე წერს. ამერიკული გამოცემის მიხედვით, რამდენადაც მარიხუანის ბაზარი ყოველდღიურად მზარდია, ანალილტიკოსებმა უკვე დაიწყეს პროგნოზების გაკეთება, რომელია ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულილ ბაზრები ინვესტირებისთვის. ამერიკული გამოცემის ცნობით, საინვესტიციო საიტმა The Motley Fool გამოაქვეყნა ანალიზი, რომელიც 2022 წლისთვის მარიხუანის ბაზრის შესახებ პროგნოზებს აკეთებს.
გერმანია
ანალიზის მიხედვით, 2022 წლისთვის მარიხუანის გაყიდვები გერმანიაში 1,6 მილიარდ დოლარს მიაღწევს. გერმანიას 691 ათასი ლეგალური მომხმარებელი ჰყავს 82 მილიონიან ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ პოპულაციის 1%-ზე ნაკლები სამედიცინო მარიხუანის მომხმარებელია, რომლის ლეგალიზაციაც 2017 წელს მოხდა.
გაერთიანებული სამეფო
მეორე ადგილზე სიაში დიდი ბრიტანეთია. მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობა ქვეყანაში ჯერჯერობით მკაცრია, თუმცა, ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმევა და მალე ექიმებს სამედიცინო მარიხუანის დანიშნვნის საშუალება ექნებათ.
თუ რეგულაცია დროულად ამოქმედდა, დარჩენილ 4 თვეში ანალიტიკოსები 7 მილიონი დოლარის მარიხუანის გაყიდვებს ელოდებიან,
შვეიცარია
შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა ტოპ 5-ეულში, რომელიც მოზარდებს უფლებას აძლევს 1%-მდე THC-ის შემცველობის მარიხუანა მოიხმარონ. მაშინ, როდესაც სხვა ევროპულ ქვეყნებში THC-ის ზღვარი 0,2%-ია.
ქვეყანაში 410 კომპანიაა, რომლებიც ე.წ. კანაბიდოლს ამზადებენ, რომელიც კანაფის არაფსიქოტოპული ნაერთია. ამ პროდუქტის გაყიდვებმა წილურად 62 მილიონი დოლარი შეადგინა.
იტალია
იტალიამ სამედიცინო მარიხუანის ლეგალიზება 2013 წელს მოახდინა, თუმცა, ქვეყანაში კანაფის მოხმარებაზე მკაცრი კანონები მოქმედებს. შედეგად, მარიხუანის გაყიდვების პროგნოზი წელს 7 მილიონი დოლარია.