გამოცემა Forbes Georgia-ის თანახმად, ქართული ავტოპარკი მზარდია, თუმცა - ძველი. ქვეყანაში 602,927 ავტომობილი 1998 წლამდეა წარმოებული ანუ 20 წელზე მეტი ხნისაა და მათ მთლიანი ავტოპარკის 48% უკავიათ.
2017 წელს ქვეყანაში ოც წელზე ძველი ავტომობილების წილი 9.5%-ით გაიზარდა.
2014 წლამდე წარმოებული ავტომობილების წილი კი, მთლიან მოცულობაში მხოლოდ 1.2%-ია. პრემიუმ-ბრენდების ახალი ავტომანქანებიდან 2017 წელს საქართველოში პირველად დარეგისტრირდა CHEVROLET–ის მარკის ოთხი ავტომობილი.
BENTLEY–ის მარკის სამი ავტომობილი და ორი ALFA ROMEO STELVIO.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია MERCEDES-BENZ-ისა და OPEL-ის მარკის ავტომანქანები. მოდელებიდან კვლავ ლიდერობს OPEL ASTRA და E კლასის მერსედესები, რომლებსაც მოსდევს C კლასის მერსედესები და OPEL VECTRA.
ყველაზე მეტად გავრცელებული 10 უცხოური მოდელი:
მოდელი: Opel Astra - რაოდენობა: 56,280 მოდელი: Mercedes benz E - რაოდენობა: 51,132 მოდელი: Mercedes Benz C - რაოდენობა: 43,530 მოდელი: Opel Vectra - რაოდენობა: 40,370 მოდელი: Volkswagen Golf - რაოდენობა: 25,231 მოდელი: BMW 3 Series - რაოდენობა: 24,224 მოდელი: BMW 5 Series - რაოდენობა: 23,739 მოდელი: Mitsubishi Pajero/Io/ Montero - რაოდენობა: 21,474 მოდელი: Honda Fit/ Jazz - რაოდენობა: 17,697 მოდელი: Toyota Prius - რაოდენობა: 15,756