მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე პოპულარულმა ტიკტოკ ინფლუენსერმა, ხაბი ლეიმმა საკუთარი კომპანია $975 მილიონად გაყიდა

ხაბი ლეიმი

პოპულარულმა TikTok-ის ვარსკვლავმა ხაბი ლეიმმა საკუთარი კომპანია, Step Distinctive Limited, აქციებით გაფორმებული გარიგების ფარგლებში $975 მილიონად გაყიდა. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს AI-ზე დაფუძნებული “ციფრული ტყუპის“ შექმნაზე ავტორიზაციას.

Business Insider Africa-ს ინფორმაციით, გასულ კვირას გამოცხადდა კომპანიის Rich Sparkle Holdings-თან ნაწილობრივი შეძენისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, Rich Sparkle-ს მინიმუმ 36 თვის განმავლობაში ექნება ექსკლუზიური უფლებები სენეგალელი და იტალიელი სტრიმერის კომერციულ საქმიანობაზე. ეს მოიცავს რეკლამას, ლიცენზირებას, ელექტრონულ კომერციასა და ბრენდებთან პარტნიორულ შეთანხმებებს.

გარიგების ფარგლებში, რომლის შედეგადაც ლეიმი Rich Sparkle-ის მაკონტროლებელ აქციონერი გახდება, კომპანიამ დააანონსა, რომ შეთანხმებამ შესაძლოა წელიწადში $4 მილიარდზე მეტი გაყიდვები მოიტანოს. ლეიმი ამ გზით არა მხოლოდ კაპიტალის მფლობელი ხდება, არამედ პროექტში კრეატიული პარტნიორის როლსაც იკავებს.

ხაბი ლეიმმა, რომელსაც სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ჯამურად დაახლოებით 360 მილიონი გამომწერი ჰყავს, ასევე გასცა ნებართვა AI-ზე დაფუძნებული ციფრული ტყუპის შექმნაზე. ციფრული ტყუპი წარმოადგენს რეალური ობიექტის, ადგილის ან ადამიანის ვირტუალურ ასლს. მისი შექმნისთვის ლეიმი Rich Sparkle-ს საშუალებას აძლევს დააკოპიროს მისი სახის მახასიათებლები, ხმის მანერა და ქცევის სტილი. ეს კომპანიას მისცემს შესაძლებლობას შექმნას მრავალენოვანი კონტენტი ან ჩაატაროს ვირტუალური ლაივ ტრანსლაციები ლეიმის ციფრული ორეულის გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები