მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე შემოსავლიანი ქალი სპორტსმენები 2025 წელს

შემოსავლიანი ქალი სპორტსმენები 2025

ერთ-ერთი თანამედროვე ტენდენცია ქალთა სპორტში ფინანსების აქტიური შედინებაა, კალათბურთელებიდან, ჰოკეისტებიდან, ფეხბურთელებიდან და ფრენბურთის მოთამაშეებიდან დაწყებული, სპორტსმენები შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას. თუმცა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენების ელიტაში კვლავაც დომინირებს ჩოგბურთი, როგორც ეს უკვე ათწლეულებია ხდება.

2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან 15 ქალ სპორტსმენს შორის 10 ჩოგბურთელია გასული წლის ცხრის ნაცვლად დანარჩენები კი ორი გოლფერი, ერთი კალათბურთელი (კეიტლინ კლარკი), ერთი ტანმოვარჯიშე (სიმონ ბაილსი) და ერთი მოთხილამურე (აილინ გუ) არიან.

სიას ზედიზედ მესამე წელია ჩოგბურთელი კოკო გაუფი ლიდერობს $31 მილიონით, რაც ოდნავ აღემატება მისი მეტოქის, არინა საბალენკას შემოსავალს ($30 მილიონი). საბალენკა სპორტის ისტორიაში მხოლოდ მეოთხე ქალია, ვინც ერთ წელიწადში $30 მილიონს გადააჭარბა ნაომი ოსაკას, სერენა უილიამსისა და გაუფის შემდეგ.

სიის ტოპ-15 სპორტსმენმა წლეულს ჯამურად დაახლოებით $249 მილიონი გამოიმუშავა საპრიზოებით, ხელფასებით, ბონუსებითა და რეკლამებით - 12%-ით მეტი, ვიდრე შარშან. ყველა მათგანმა მინიმუმ $10 მილიონი მიიღო, მაშინ როცა წინა წელს ასეთი 11 სპორტსმენი იყო, 2023 წელს კი მხოლოდ ექვსი. რეიტინგში მოხვედრის მინიმალური ზღვარი $10.1 მილიონს შეადგენდა — 2024 წლის $6.7 მილიონთან შედარებით.

ჩოგბურთი კვლავ რჩება ერთადერთ მნიშვნელოვან პროფესიულ სპორტად, სადაც ქალების ანაზღაურება დაახლოებით მამაკაცების დონეზეა. WTA-ს ტურნირების საპრიზო ფონდი ჩამოუვარდება ATP-ს, მაგრამ დიდი სლემებისა და მასტერსის 1000-ის დონეზე თანხები თანაბარია. სპონსორების კუთხით კი $10 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს ექვსი ქალი აქტიური სპორტსმენი, მაშინ როცა მამაკაცებიდან ამ ნიშნულს მხოლოდ ოთხი გადააცილებს.

გაუფმა კორტს მიღმა დაახლოებით $23 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო საპრიზო ფონდებიდან დამატებით $8 მილიონი. აპრილში მან დააარსა “Coco Gauff Enterprises“ ტალანტების სააგენტო WME-სთან პარტნიორობით, რათა საკუთარი კარიერა თავად ემართა მას შემდეგ, რაც შვიდი წელი როჯერ ფედერერის სააგენტო Team8-თან თანამშრომლობდა.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი 15 ქალი შვიდი ქვეყნის წარმომადგენელია და ასაკობრივად მათგან შვიდი 25 წლამდეა. ეს მკვეთრად განსხვავდება კაცების რეიტინგისგან, ვინაიდან 2024 წელს 30 ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც სპორტსმენებს შორის მხოლოდ ერთი, “მანჩესტერ სიტის“ ერლინგ ჰალანდი იყო 25 წლამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები