სად არის ჰაერი ყველაზე სუფთა? - კითხვას პასუხი greenpeace-ისა და AirVisual-ის გლობალურმა რეიტინგმა გასცა, რომლის შესადგენადაც მეცნიერებმა პლანეტის 3 ათასზე მეტ უმსხვილეს ქალაქში გამოკვლევა ჩაატარეს, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები შეაფასეს, ერთმანეთს შეადარეს და გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც გამოკვეთილად ჩანს, თუ სად არის ჰაერი ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული და - პირიქით.
დაბინძურებული ჰაერის გამო, წელიწადში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი კვდება ნაადრევად, თუმცა ეს არ ეხება ისლანდიას. ქვეყანას, სადაც ჰაერი ყველაზე სუფთაა, რადგან მას ოკეანე იცავს ყველა უმსხვილესი ინდუსტრიისგან. ყველაზე სუფთა ეკოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნების რეიტინგში, მეორე ადგილს ფინეთი იკავებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემა არ აქვთ. მთავარ გამოწვევად ფინეთში გარემოს დაცვა სახელდება, რომელზეც ბუნებრივი საწვავი ახდენს ზემოქმედებას, ამიტომაც ქვეყანაში ამ მიმართულებით, სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრებას განიხილავენ.
მესამე ადგილზე რეიტინგში ავსტრალიაა, მაგრამ იქ სუფთა წყლის პრობლემა აქვთ, ამიტომაც ქვეყანაში არსებობს ოფიციალური შეზღუდვები წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
სამეულში ვერ მოხვდა, თუმცა მეოთხე ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიო - ესტონეთი, რომელიც არასდროს ყოფილა გადატვირთული სატრანსპორტო საშუალებებით, თუმცა ყოველთვის დიდი რაოდენობის მწვანე საფარს ფლობდა და უვლიდა.
ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე ქვეყნების რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა შვეიცარია, რომლის პარლამენტმაც 16 ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი გამოწვევა გამოკვეთა და მიზნად მისი მოგვარება დაისახა, რომელიც საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის უნდა დაძლიონ. მათ შორის დასახელდა სუფთა ჰაერის შენარჩუნება, გარემოს მოწესრიგება წყალქვეშ, ბიოლოგიური მრავალფეროვნების გამდიდრება, ტოქსიკური ნივთიერებების შემცირება და ა.შ.
რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს ნორვეგია, სადაც დაბინძურბულ ჰაერს, საკუთარი ბუნებრივი რესურსების და მწვანე საფარის შენარჩუნება/გამდიდრებით ებრძვიან.
განსაკუთრებით ქმედითი ნაბიჯები კი, სწორედ იმ ტერიტორიებზე იდგმევა, სადაც მოქალაქეები ცხოვრობენ. სწორედ ამავე პინციპით მოქმედებს ახალი ზელანდიაც და დღევანდელი მგდგომარეობით, ნამდვილად სამაგალითოა ტყეების სიმრავლის, მდინარეების, ტბების, მთებისა და შესაბამისად ჰაერის სისუფთავით. ამ ყველაფერს კი, იცავს როგორს სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი, ადგილობრივი მოქალაქეები და ტურისტებიც კი.
რეიტინგში მერვე პოზიციაზეა კანადა - პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ვენის კონვენციას ოზონის შრის დაცვასთან დაკავშირებით. ეს ის ქვეყანაა, სადაც ყველაზე მაღალია სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელი, რაც ძირითადდ ეკოლოგიური მდგომარეობით არის განპირობებული და ასევე, რა თქმა უნდა, მოსახლეობის საშუალო შემოსავლით.
მეცხრე პოზიციას ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს, ათეულს კი - პორტუგალია ასრულებს.

























