მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველის 43 ნიმუშიდან, 12-ში დარღვევები აღმოჩნდა - როგორია momxmarebeli.ge-ს კვლევის შედეგები?

ყველის 43 ნიმუშიდან 12-ში დარღვევაა აღმოჩენილი. როგორც „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყველის ნიმუშები შეიძინეს და ლაბორატორიას ჩააბარეს. სულ 43 ნიმუში შემოწმდა, საიდანაც 27 - არაეტიკეტირებული, ხოლო 16 - ეტიკეტირებული იყო. დარღვევები უმეტესად ჰიგიენური ნორმების დაუცველობასთანაა დაკავშირებული. დაბინძურებული ძირითადად მცირე მეწარმეებისა და ოჯახური მეურნეობების მიერ წარმოებული ყველია. ქარხნული ყველიდან კი დაბინძურება მხოლოდ ერთშია აღმოჩენილი.

სტუმარი: თამარ გობეჯიშვილი - “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის მენეჯერი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები