ყველის 9 ნიმუშიდან 7 იყო ფალსიფიცირებული,- ამის შესახებ კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაძე აცხადებს.
მისივე თქმით, ზოგადად დიდი პრობლემაა რძის პროდუქტების მიმართულებით უკონტროლო ბაზარი.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია არ არსებობს, რაც უამრავ კითხვას აჩენს.
"მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კანონი აღარ გაითვალისწინებს, რომ სახლებში გადამუშავდეს რძის პროდუქტი. სახელმწიფოსთან აღნიშნულზე კომუნიკაცია არ გვქონია - შევძლებთ თუ არა ამ რძის გადამუშავებას? რა დღეში ჩავარდებიან ის ფერმერები, რომლებიც კეთილსინდისიერი ფერმერები არიან და არა ფალსიფიკატორები. იმ ადამიანებს რომ არ შეექმნათ პრობლემები და ა.შ.
მეწარმეები ვშიშობთ, ამ კანონმა არ გადაიწიოს სხვა წლებში, რაც დარგზე ძალიან ცუდად აისახება. ამან შეიძლება დარგის სერიოზული ჩავარდნა გამოიწვიოს“,- ამბობს ნიკოლოზ ბენიაძე.

























