მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველის გზა" - მწარმოებლების ტურისტულ რუკაში ჩართვის ინიციატივა

5be43d04cef74
მაია ბიწაძე
09.11.18 09:20
1338
"ყველის გზა" ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ყველის მკვლევარმა და მწარმოებელმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ დაწერა, როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა, აღნიშნულ პროექტს ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კვირის ბოლოს წარუდგენს. პროექტი საქართველოს მასშტაბით არსებული ყველის მწარმოებლების ტურისტულ რუკაში ჩართვას ითვალისწინებს.


"საქართველოში უკვე არსებობს პროექტი ,,ღვინის გზა“, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და მცირე მარნებს მოიცავს. ვფიქრობ, საჭიროა იგივე პროექტი ქართული ყველისთვისაც გაკეთდეს, რადგან როგორც ღვინო, ასევე ყველიც უძველესი პროდუქტია, რომელიც საქართველოში ოდითგანვე იწარმოება და მას თავისი განვითარების დიდი ისტორია აქვს. საქართველოს რეგიონებში უკვე არსებობენ ყველის მწარმოებლები, რომლებსაც შეუძლიათ ტურისტების მიღება, მათ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პროდუქტები, რაც ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ ამ პროექტში საწყის ეტაპზე 90-მდე მწარმოებელი მაინც გაერთიანდება“ - განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.


შეგახსენებთ, რომ ანა მიქაძე-ჩიკვაიძე უკვე 15 წელია ქართული ყველის ისტორიას იკვლევს, მან პირადად მოიარა საქართველოს მთელი ტერიტორია და მრავალი მივიწყებული ყველის რეცეპტი აღადგინა. როგორც მკვლევარი განმარტავს, საქართველო ყველის მწარმოებელი ქვეყნების ხუთეულში შედის, რადგან მას აქვს ყველის ყველა ტიპი, რითაც ეს ქვეყნები გამოირჩევიან. კერძოდ, ოთხი ტიპის ყველი: ახალი, ანუ ნედლი ყველი, ქერქიანი ყველი, დაობებული და კრემისებრი ( კრიმ ჩიის).

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები