მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველის გზა“ - რა გამოწვევის წინაშეა ინდუსტრია?

22 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ „ყველის გზის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მასპინძელი და ორგანიზატორია რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "საქრძე".

შეხვედრა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ თანამშრომლობითა და ხელშეწყობით ეწყობა. პრეზენტაციის მიზანია თავი მოუყაროს საქართველოს აგრო და ტურისტულ სექტორში მოღვაწე ძირითად დაინტერესებულ მხარეებს, გააცნოს მათ პროექტის პირველი ეტაპის შედეგები და აგრეთვე სამომავლო გეგმები, ამოცანები და მიზნები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი სამინისტროები და სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობის, სურსათის და ტურიზმის სფეროში მოღვაწე ბიზნესოპერატორები და შესაბამისი დარგობრივი ასოციაციები.

სტუმარი: კახა კონიაშვილი - რძის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები