მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველს ყველა მხრიდან ნაჭერს რომ ჩამოაჭრი და შუაში არაფერი რჩება, ასეა სარესტორნო სექტორი“

61cea70098c0e
მარიამ იზორია
03.01.22 15:47
2479
“ყველს ყველა მხრიდან ნაჭერს რომ ჩამოაჭრი და შუაში არაფერი რჩება, ასეა ჩვენი სექტორიც დარჩენილი”, - ასე აფასებს bm.ge-სთან რესტორან “ჩვენის” დამფუძნებელი სარესტორნო ბიზნესში არსებულ მდგომარეობას და დასძენს, რომ სექტორმა 2021 წელი უამრავი პრობლემით დაასრულა, რომელთა შორის კადრების გადინება, პროდუქტზე ფასების მატება და პანდემიასთან ბრძოლა ყველაზე მთავარი გამოწვევაა.

გურამ ბაღდოშვილის შეფასებით, პრობლემაა 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებული “მწვანე პასპორტების“ მექანიზმი, რომლის გამოც რესტორანი მხოლოდ 20%-იანი დატვირთვით მუშაობს.

„2021 წელი რომ შევაჯამოთ, მთავარ პრობლემად კვლავ კადრების გადინება რჩება. სარესტორნო სექტორში ვინც მუშაობდა, მიტანის სერვისში გადავიდა - მოტოებზე გადასხდნენ ან „ტაქსაობენ“. პერსონალის გარკვეული ნაწილი კი საზღვარგარეთ ისეთ დიდ ბაზრებზე სამუშაოდ წავიდა, როგორიც არის რუსეთი, უკრაინა და ევროპის ქვეყნები.

მოგეხსენებათ, ორნიშნა ინფლაციის გამო, პროდუქტის ფასებიც 40%-ით არის გაზრდილი; ამის მიუხეადავად, ჩვენ კერძებზე ფასს ვერ მოვუმატებთ, რადგან covid-პასპორტების გამო, მომხმარებლის იმ 20%-საც დავკარგავთ, ვისთვისაც ახლა ვმუშაობთ.

ჯამში, ამ წინაღობების გამო სექტორში მძიმე მდგომარეობაა - ყველს ყველა მხრიდან ნაჭერს რომ ჩამოაჭრი და შუაში არაფერი რჩება, ზუსტად ასეა დარჩენილი სარესტორნო ბიზნესიც”, - აღნიშნავს გურამ ბაღდოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები