ახლო მომავალში ყვითელი ავტობუსების , ე.წ "ბოგდანების" მძღოლების ანაზღაურების საკითხი გადაიხედება, ამის შესახებ ინფორმაცია ,,საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
"აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ქალაქის მერმა ექსკლუზიური ინფორმაცია მოგვაწოდა და ყვითელი "ბოგდანები"-ს თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების საკითხი უახლოეს მომავალში თავიდან ბოლომდე დარეგულირდება. დედაქალაქის ავტოპარკი უახლოეს თვეებში განახლდება და ერთის მხრივ აღმოფხვრის ხელფასებს შორის არსებულ განსხვავებაც, რომელიც დღეს ე.წ ყვითელი და ე.წ ლურჯი ავტობუსების მძღოლების შორისაა და ამავე დროს დედაქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები ახალი თანამედროვე ავტობუსებით ისარგებლებენ“ - წერია ირაკლი პეტრიაშვილის Facebook სტატუსში.

























