მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყვითელი ბარათი“ თბილისს – რუსეთი ქართულ პროდუქციას ბაზარს ისევ უკეტავს;

რუსეთმა ქართული ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის შვიდ მწარმოებელს რუსეთ ბაზარზე რეალიზაცია შეუზღუდა. გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი. რუსული RBC წერს, რომ მარეგულირებელმა გამოავლინა სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. გამოცემა წერს რომ აკრძალვა დროებითია, თუმცა არავინ იცის რა ვადით. აკრძალვა შეეხო ღვინის 4 კომპანიას, ქართული წარმოების ლუდს, კოკა-კოლას და ნაბეღლავს. როგორ ფასდება რუსული ემბარგო - და როგორია პროგნოზები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები