მილიარდ ლარს ხარჯავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყანაში ტურისტული ლოკაციების განახლებაში. რაჭის მიმართულებით კონკრეტული პროექტები ამ მხრივ როგორ გამოიყურება დღეს ამ ნაწილზე ამბებს არ ჩავშლით, თუმცა რას ახვედრებენ რაჭველები ზაფხულში სტუმრებს ამაზე უნდა ვისაუბროთ. ტურისტული ნაკადების ზრდის მოლოდინი რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული, პაპუნა მარგველიძემ ბიემჯისთან რამდენიმე დღის წინ გაგვიზიარა. ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები კი ამასობაში პრობლემებზე აქტიურად საუბრობენ.