მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი - რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ენერგეტიკის სექტორში ახალი აუქციონი

„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში ახალი მხარდამჭერი აუქციონი სეზონური დისბალანსის შემცირების შესაძლებლობაა, თუმცა ახალ აუქციონზე მიზანშეწონილია იმ ტექნოლოგიების წახალისება, რომლებიც ქვეყანას მეტად სჭირდება. კერძოდ, უპირატესობა წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს, შემდეგ კი მოდინებაზე ჰესებს უნდა მიენიჭოს.

საინვესტიციო ბანკი ასევე მიუთითებს, რომ ამ ტექნოლოგიებისთვის CfD-ს პირობების გადახედვაა საჭირო, მზის სადგურები კი ქსელის ლიმიტების ფარგლებში უნდა განვითარდეს.

Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოში ყველა დაგეგმილი ენერგეტიკული ობიექტის აშენების შემთხვევაში, ოპტიმისტური სცენარით, 2030 წლისთვის გენერაციის შეზღუდვა თითქმის ოთხჯერ გაიზრდება. საინვესტიციო ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ სისტემას ზაფხულში ჭარბი ენერგია აქვს, ზამთარში კი - დეფიციტი, რის გამოც წელს, მაის-ივლისში სადგურებს გამომუშავება მასშტაბურად პირველად შეეზღუდათ, ჯამში - 0.5 ტვტ.სთ, ეს კი 67 მლნ ლარამდე მიუღებელ შემოსავალს ნიშნავს.

რამდენად დგას დღის წესრიგში ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობა, რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ახალი აუქციონი და რა გვაჩვენა ზაფხულში გენერაციის მასშტაბურმა შეზღუდვებმა?

სტუმარი: ანა ჯეჯელავა - Gal& Taggart-ის წამყვანი ანალიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები