მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულში „წიწილას“ გაყიდვები 30%-ით გაიზარდა | რა თავისებურებებით მუშაობდა სწრაფი კვების რესტორანი?

წიწილა

ქათმის ხორცზე სპეციალიზებული სწრაფი კვების რესტორნის „წიწილას“ დამფუძნებლის, რატი წვერავას განცხადებით, ზაფხულის სეზონზე კომპანიის ფილიალებში ადგილზე მისული მომხმარებლების რაოდენობაზე გავლენა ქალაქიდან მოსახლეობის გადინებამ იქონია. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული კლება მიტანის სერვისის ზრდამ დააბალანსა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილაში“ აღნიშნა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი განსხვავებაა რესტორნების სექტორსა და სწრაფი კვების ინდუსტრიას შორის, რადგან „წიწილას“ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოფისებსა და საფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები არიან.

"ზოგადად, ზაფხულის სეზონი გამოწვევებით სავსეა კვების ინდუსტრიისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწრაფი კვების ობიექტები და სწრაფი კვების ინდუსტრია ამ მიმართულებით ბევრად განსხვავდება რესტორნებისგან. რესტორნები, ზოგადად, ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს სწორედ ტურისტებით ავსებენ - ადგილობრივს, ასე ვთქვათ, ტურისტი ანაცვლებს. ჩვენს შემთხვევაში კი, რადგან დიდწილად დამოკიდებული ვართ არა მხოლოდ ადგილზე მოსულ მომხმარებელზე, არამედ "დელივერ" კომპანიებზეც, შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ცვლილება არ ყოფილა", - განაცხადა წვერავამ.

მისივე თქმით, ტურისტულ ზონებში მდებარე კოსტავას და აღმაშენებლის ფილიალებში ადგილზე მოსული მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას ტურისტების ნაკადის ცვლილებაც დაემატა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ ზაფხულის პერიოდი დადებითი შედეგით დაასრულა.

"ჩვენს ორივე ობიექტზე კოსტავას ფილიალსა და აღმაშენებლის ფილიალში ზაფხულში შეიძლება ითქვას, რომ ადგილზე მოსული ადამიანების რაოდენობა მეტწილად შემცირდა. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, რომ ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ოფისებში, საფინანსო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები არიან და თავისთავად, ისინი გასული იყვნენ ქალაქებიდან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ არსებული მოცემულობით. რაც გვქონდა ზაფხულში, ძალიან კარგი მუშაობა გვქონდა.

თუკი შეიძლება ოდნავ მაინც შემცირებულიყო ადგილზე მოსული ადამიანების რაოდენობა, პირიქით, საბოლოო ჯამში წიწილას გაყიდვები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რაც ჩვენთვის, კარგი სტატისტიკაა "დელივერი" სერვისი ამ შემთხვევაში", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ „წიწილა“ თბილისში 2024 წელს გამოჩნდა და ბაზარზე მხოლოდ ქათმისგან დამზადებული სწრაფი კვების პროდუქტებით, მათ შორის სენდვიჩებითა და ლანჩბოქსებით პოზიციონირებს. ბრენდმა მეორე ფილიალი აღმაშენებლის გამზირზე გახსნა, ბოლო, მესამე ობიექტი კი ცოტა ხნის წინ მირიან მეფის გამზირზე, N44-ში გაიხსნა. კომპანია პარალელურად ავითარებს ცენტრალიზებულ საწარმოო მიმართულებას, სადაც ხორცის დამუშავება, სოუსებისა და პურის წარმოება ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები