მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის სეზონისთვის ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება

5cdf21fedfa51
ლიკა გურაბანიძე
18.05.19 10:40
651
ზაფხულის ტურისტულ სეზონისთვის ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება.

რეგულარული ავიარეისების გარდა, რომელიც ხორციელდება ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიდან და თურქეთიდან, ფრენებს ჩარტერული რეისებიც ემატება; მათ შორის - ლიეტუვადან და ტალინიდან.

გარდა ამისა, პირდაპირი ფრენები ბაქოდან და ვარშავიდან განხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან BM.GE-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ტურისტების მოზიდვის მიზნით, რეგიონის რეკლამირებას 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებენ.

მარკეტინგული ღონისძიებები ძირითადად, სატელევიზიო რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარმოჩენას ითვალისწინებს.

2019 წელს ჯამში, რეგიონის პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდება.