მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის ტურისტული სეზონი „ლოპოტაზე“

BM.GE
02.08.22 11:57
504
„ლოპოტა" - ტერიტორია, რომელიც გოგა მაისურაძემ დაახლოებით 10-11 წლის წინ 3 ათასი დოლარით დაიწყო, დღეს მუდმივ რეჟიმში განაგრძობს განვითარებას, ზრდას და ახალი სერვისების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. წლებია რაც „ლოპოტა“, როგორც ბრენდი და კახეთის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის სტატუსით პოზიციონირებს ბაზარზე, არადა მინდა გაგახსენოთ, რომ თავდაპირველად „ლოპოტას“ ბანკები სესხებსაც კი არ აძლევდნენ. მხოლოდ პირველი სასტუმროს აშენებიდან მესამე წელს მოხდა დაკრედიტება, როცა ტურისტების პირველი ნაკადი დიაძრა. რეზორტის განვითარების გეგმის განხორციელება ბევრს უტოპიად ეჩვენებოდა, თუმცა სკეპტიციზმის მიუხედავად, გრძელვადიანი ხედვების მქონე ლოპოტა სპა-რეზორტის დამფუძნებელმა, გოგა მაისურაძემ ხორცი შეასხა იდეას. სასტუმრო კომპლექსი წლების განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს რეზორტი 200-მდე ოთახს აერთიანებს, რომლებიც ბუნებრივი ტბის გარშემო 14 შენობაშია გადანაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნესცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას აერთიანებს. თუმცა როგორც სასტუმრო კომპლექსში ამბობენ, ჯერ ყველაფერი წინაა. უახლოეს მომავალში ტერიტორიას ბიზნესსასტუმრო, პროფესიონალური ჩოგბურთის ღია და დახურული კორტები, აკვაპარკი, ჯაზკლუბი, ლუდსახარში, თევზის რესტორანი და არაერთი სხვა მასშტაბური სივრცე დაემატება. რამდენად გაზრდილია მიმდინარე წელს ფასები ლოპოტა სპა რეზორტზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები