მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაჰესში, სხვიტორის ქუჩაზე საავტომობილო ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - მერია

მერია
14.03.24 14:20
293

ზაჰესის დასახლებაში, სხვიტორის ქუჩაზე არსებულ საავტომობილო ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ხიდს დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის გამოც, 15 მარტის 00:00 საათიდან 10 დღის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!