მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზალა რესტორანი და მარანი” მანჰეტენზეც გამოჩნდება - გეგმები

63cd0838295a2
ლიკა გურაბანიძე
22.01.23 22:00
1757
ქართული ინვესტიციით დაფუძნებული “ზალა რესტორანი და მარანი” დაახლოებით სამ წელში ნიუ-იორკში, კერძოდ კი მანჰეტენზე გაიხსნება. გეგმების შესახებ bm.ge-ს რესტორნის დამფუძნებელი ზურაბ ბაქრაძე ესაუბრა. მისი თქმით, ობიექტის მშენებლობასა და მის განვითარებაში $3 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

“ზალა რესტორანი და მარანი” მანჰეტენზე იმავე კონცეფციით და მენიუთი იქნება წარმოდგენილი, როგორითაც საქართველოშია, რადგან ჩვენ ამ კულტურის გადაცემა უცხოელებისთვისაც გვსურს.

რესტორანი ძირითადად ადგილობრივებზე იქნება გათვლილი. აშშ-ში შესვლის პერსპექტივა შედარებით შორეული გეგმაა, თუმცა განხორციელებადი. ამ ბაზარზე შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან ლიცენზიებია საჭირო და მისი აღება დროს მოითხოვს.  პროცესები უკვე დაძრულია. შემდგომ ვეცდებით, რომ ამერიკელებში ნდობა მოვიპოვოთ და რესტორანი მოთხოვნადი გახდეს", - აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.

ცნობისთვის, “ზალა რესტორანი და მარანი” 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს ძველ ბათუმშიც გაიხსნება. ობიექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარი იქნება. bm.ge-ს რესტორნის დამფუძნებელმა განუმარტა, რომ ბათუმის რესტორნის კონცეფცია და მენიუ თბილისის მსგავსი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები