მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის გასავითარებლად მთავრობა 170 მილიონის დახარჯვას გეგმავს

57f505c3a0a06
დავით ჯალაღონია
05.10.16 17:52
4671
ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად მთავრობა 170 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, ეს თანხა მომდევნო რამდენიმე წელზეა განაწილებული.

"დღეს რა თანხებიც იდება ზამთრის კურორტებში, ქმნის იმის საფუძველს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გაგვიჩნდეს ამბიცია, გავაკეთოთ განაცხადი ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში 170 მილიონ ლარზე გათვლილი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს. ეს არის საბიუჯეტო თანხები და სახელმწიფო ინფრასტრუქტურა, რომელიც შენდება. ამის მერე შევხედოთ, რამდენად ახლოს, ან შორს ვიქნებით ოლიმპიადის ჩასატარებლად ძირითად მოთხოვნებთან და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობის პერსპექტივა საქართველოს დაახლოებით ათ წელიწადში ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები