საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე უცხოელი ტურისტები სასტუმროებში ჯავშნებს აუქმებენ. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა თბილისის განთავსების ობიექტებშია, რომლის 70% ფაქტობრივად ცარიელია, თუმცა ჯავშნები უქმდება ზამთრის კურორტებზეც. ახლა, როცა წესით სასტუმრო ბიზნესი აქტიური ტურისტული სეზონისთვის უნდა ემზადებოდეს, ძირითადად დამკვეთების კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა, რამდენად უსაფრთხოა საქართველოში მოგზაურობა.