მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026") მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა.
ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, საპრიზო თანხების გაცემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს საქართველოს სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.
თანხები სპორტის სახეობებისა და პოზიციების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- ფიგურული ციგურაობა (წყვილები, II ადგილი): 51 000 ლარი და დამატებითი ფულადი პრიზი 449 000 ლარი (ჯამში 500 000 ლარი);
- ფიგურული ციგურაობა (გუნდური პირველობა, IV ადგილი): 6 800 ლარი და დამატებით 50 000 ლარი;
- ნაკრების მთავარი მწვრთნელი (ფიგურული ციგურაობა): 71 400 ლარი;
- სამთო-სათხილამურო სპორტი (სლალომი/გიგანტური სლალომი): მონაწილეობისთვის განისაზღვრა დამატებითი ფულადი პრიზი 50 000 ლარის ოდენობით;
- საექიმო პერსონალი: 42 840 ლარი;
- ადმინისტრაციული ჯგუფი: 28 560 ლარი.

























