მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზამთრის სეზონის დაგვიანების გამო სეზონური ტანსაცმელი გასაყიდი დარჩა”- რა გეგმა აქვთ რითეილერებს?

სს

საქართველოში დღეს შავი პარასკევია - წელს რითეილერებს გასულ 2022 წელთან შედარებით უფრო მეტის მოლოდინი აქვთ.

კომპანია ICR-ის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე ამბობს, რომ გასული წლის ნავაჭრის მოცულობას უკვე გადააჭარბა წლევანდელმა მაჩვენებლებმა.

მისი თქმით, წელს მთავარი გამოწვევა სეზონური საქონლის ამოყიდვა იქნება, რომლის მარაგები ზამთრის სეზონის გვიან დადგომის გამო გაუყიდავი დარჩა.

“ზოგადად შავი პარასკევი ერთი დღით შემოიფარგლება ხოლმე, თუმცა ჩვენთან კვირეულად იქცა. კომპანიებისთვის ეს საინტერესოა, რადგან იმის მიხედვით თუ რა პრობლემები აქვს და სეზონი როგორ ვითარდება, ყოველთვის აქვს პროდუქცია, რომლის გაყიდვაც სურს.

ქსელური კომპანიები სერიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობენ. წელს კრიზისი შეიმჩნეოდა ყველგან მათ შორის ევროპაშიც, ზამთრის სეზონმა დააგვიანა, ყველა ქსელურ კომპანიას სეზონური საქონელი დიდი რაოდენობა გაუყიდავი დარჩა.

შავი პარასკევი არის ის პერიოდი, რომ განაშთვა მოხდეს. ჩვენ წინა შაბათს დავიწყეთ, შაბათ კვირის ჩათვლით გვაქვს აქცია და საკმაოდ საინტერესო რეალიზაციებს ვიღებთ.

რაც შეეხება ადამიანის ქცევას, ისინიც მოლოდინშია - ქალაქში რომ გაიაროთ ისეთი საცობებია სავაჭრო ცენტრებში ვერ მოხვდებით,”- ამბობს ICR-ის დამფუძნებელი კახა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები