"ზამთრის სეზონზე გაძლებაზე ვმუშაობთ", - ამის შესახებ BM.GE-სთან მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ის წარმომადგენელმა ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე მე-6 წელია ოპერირებს და რეისებს რუსეთისა და თურქეთის მიმართულებით ახორციელებს. რუსეთის შემთხვევაში, კონკრეტულად მოსკოვი-ივანოვო/პეტერბურგის მიმართულებით.
თურქეთში მგზავრობის ღირებულება 100-150 ლარს შეადგენს, ხოლო მოსკოვის მიმართულებით 200 ლარი ღირს. რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, კომპანიის ბალანსზე 4 ავტობუსია, სადაც თითოეულ მათგანში ორ-ორი მძღოლია გადანაწილებული.
მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ის წარმომადგენლის განცხადებით, მგზავრთნაკადები ძალიან არის შემცირებული, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
"მომხმარებლების ნაკადები ძალიან გვაქვს შემცირებული. ავტობუსში, სადაც 45 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 10-14 კაცი მაქსიმუმ თუ გადავაადგილდებით", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.