მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზამთრის სეზონზე საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან 1°-ით მაღალი იქნება - პროგნოზი

თოვლი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე 2024-2025 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზი მომზადდა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, პროგნოზის მიხედვით, ზამთრის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კლიმატური ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები შავი ზღვის სანაპირო ზოლში კლიმატური ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამასთან, პროგნოზის თანახმად, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურის -5, -10, მთიან რაიონებში -12, -17, ხოლო მაღალმთიან რაიონებში -19, -24 გრადუსამდე დაცემა აღინიშნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები