მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zara, Mango, Massimo Dutti… - რა შემოსავალი აქვს Retail Group Georgia-ს?

62139b6c62833
BM.GE
22.02.22 00:00
7070
საქართველოში Inditex-ის ბრენდებს, მათ შორის Zara-ს, Bershka-ს, Massimo Dutti-ს, Stradivarius-ს, ასევე Mango-ს და ტანსაცმლის და აქსესუარების 20-ზე მეტ ბრენდს Retail Group Georgia წარმოადგენს.

კომპანიამ 2021 ფისკალური წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის 1 აპრილიდან 2021 წლის 31 მარტით დასრულებული პერიოდის გაყიდვებს ასახავს. ანგარიშის თანახმად, ამ პერიოდში Retail Group Georgia-ს გაყიდვები 107 მილიონი ლარი იყო, რაც წინა ფისკალურ წელთან შედარებით 30%-ით ნაკლები იყო.

გაყიდვების შემცირება ამ პერიოდში ტურიზმის ვარდნას და სავაჭრო შეზღუდვებს უკავშირდებოდა, რადგან 4 თვის განმავლობაში ყველა მაღაზია დაკეტილი იყო. გაყიდვების კლების გამო, Retail Group Georgia 7.8 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა.

Retail Group Georgia-ს მიზანია ციფრული არხით გაყიდვების ზრდა. კომპანიის მმართველობით ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლისთვის მიზანია, რომ მთლიანი გაყიდვების 7% ონლაინ წყაროებიდან მომდინარეობდეს. კომპანიის მთავარი სავაჭრო პლატფორმაა Zara.com-ის ქართულენოვანი ნაწილი. კომპანია სხვა ბრენდების ტანსაცმლით და აქსესუარებით ონლაინ ვაჭრობის დაწყებასაც გეგმავს.

კომპანია საქართველოში 700-მდე ადამიანს ასაქმებს.

თავად Retail Group Georgia საუდის არაბეთში დაფუძნებული სავაჭრო კომპანია Alhokair-ის შვილობილია. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 1,700 ტანსაცმლის მაღაზიის ოპერატორია და 2021 წელს მისი გაყიდვები 1.1 მილიარდი დოლარი, 2020 წელს კი 1.4 მილიარდი დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები