კომპანია "ოზურგეთი გარმენთს" ZARA-ს ფაბრიკის ასამოქმედებლად შენობა გადასცეს. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
პროექტის განსახორციელებლად შპს „ოზურგეთი გარმენთს“ ოზურგეთში, კ.მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებელი ფლობს საფეიქრო საწარმოო ქსელს BAYKANLAR, რომელიც თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიც არიან ZARA, MANGO, MASSIMO DUTTI და ა. შ.
“ახალი საწარმო წლიურად არანაკლებ 600 000 ერთეული ჯინსის ქსოვილის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და დამატებით 350-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება”,- აცხადებენ უწყებაში.

























