მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Zara-ს მფლობელი Inditex-ის გაყიდვები 12%-ით გაიზარდა

inditex

Zara-ს, Pull&Bear-ისა და Massimo Dutti-ის მფლობელი ესპანური კომპანია Inditex-ს გაყიდვები გაიზარდა, რაც ბრენდების გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის გაყიდვებმა განაპირობა - ირკვევა ცნობილი მსოფლიოს უმსხვილესი რიტეილ კომპანიის კვარტალური შედეგების ანგარიშიდან.

კომპანიის გაყიდვები 1 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდამ კი ხელი შეუწყო კომპანიის აქციებზე ფასების 5%-იანი ზრდასაც. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში Inditex-ის მთავარი კონკურენტის აქციების ღირბეულებამ 1.8%-ით მოიმატა.

ანგარიშის მიხედვით, ესპანური კომპანიის გაყიდვები პირველ ოთხ თვეში 7%-ით გაიზარდა. კომპანია ამ პერიოდში ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებდა, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში გაზრდილი გაყიდვების შემდეგ იყო მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ Inditex-ი ტანსაცმლის საცალო გაყიდვების ბაზარაზე გაზრდილ კონკურენციას ებრძვის. ისეთი კომპანიები, როგორებიც H&M, Shein ან Temu არიან, მოდის ტენდენციებს გაცილებით უფრო სწრაფად უწყობენ ფეხს, რაც მათ მიერ ლოგისტიკასა და ტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციის დამსახურებაა. თუმცა კვარტალური შედეგებით, Inditex-ი მნიშვნელოვნად ასწრებს კონკურენტებს, რაც კომპანიამ ახალი მაღაზიებს გახსნითა და ონლაინ შესყიდვების პლატფორმის გაუმჯობესებით შეძლო.

კომპანიის შემოსავლმა წლის პირველ ოთხ თვეში $8.87 მილიარდი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები