მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზარაფხანა": ყველაზე მოთხოვნადი ნივთები ქართულ თემატიკაზე შექმნილი სამკაულებია

5c069c953b595
მარიამ ადამია
04.12.18 19:15
2047
საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ რამდენიმე დღეში საზოგადოებას სამკაულების ახალ კოლექციას წარუდგენს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები BM.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ახალი კოლექცია საიუველირო ხელოვნებაში ახალ სიტყვას იტყვის.

მათივე ინფორმაციით, კოლექციის შთაგონება მე-19 საუკუნის გამორჩეული ფიგურა ეკატერინე ჭავჭავაძეა.

„სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრების ისტორიამ და პროგრესულობამ განაპირობა, მისი პიროვნება გაიგივებულიყო თანამედროვე ქალთან და შექმნილიყო ხელნაკეთი ნივთები. კოლექცია გადმოსცემს არა მხოლოდ სამკაულის სრულყოფილებას, არამედ იდეას, სადაც მთავარი მოქმედი ფიგურა ქალია - თანამედროვე სამყაროში გამორჩეული სიძლიერით, მომხიბვლელობით, დამოუკიდებლობითა და აქტიური საზოგადოებრივი როლით“, - აღნიშნავს „ზარაფხანას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ნაყოფია.

მისივე თქმით, წარმოებული პროდუქციიდან, ყველაზე გაყიდვადი სწორედ ის ნივთებია, რომლებიც ქართულ თემატიკაზეა შექმნილი და უძველესი ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

მათ შორის სახელდება „მცხეთის“, „ვანისა“ და „თამარის” კოლექციები, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა მოწონებას ახალი კოლექციაც დაიმსახურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები