მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზარალი, რომელიც ღამის კლუბებმა მიიღეს

5af97a715c171
ანა ლაპიაშვილი
14.05.18 16:00
1504
"პარასკევს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ კლუბის "მტკვარზე" ზარალი 40 000 ლარს აღწევს“, - ამბობს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთა გაბუნია.

"ეს იმ პირობებში, რომ ჩვენ არ დავლუქულვართ და კლუბში არ გაფუჭებულა არაფერი.”- აღნიშნავს “მტკვარზე” დამფუძნებელი. მისი თქმით ამ დრომდე გაურკვევლობაა და არ იციან შეძლებენ თუ არა უქმეებზე მუშაობის განახლებას.

კონკრეტული ზარალის მოცულობეას ვერ ასახელებს კლუბ "ხიდის" მენეჯერი. ალექსანდრე გაბრიჩძე BMG სთან ამბობს, რომ კლუბმა მუშაობა მაშინვე შეწყვიტა და დაიხურა, რაც გაიგეს, რომ "ბასიანზე" სამართალდამცველები შევიდნენ.

"ღამის პირველ საათზე საღამო დავხურეთ. შესაბამისად, უცხოელმა არტისტმა რომელიც ჩამოყვანილი გვყავდა და რისთვისაც ხარჯი გავწიეთ, მხოლოდ მეორე დღეს დაუკრა ისიც რუსთაველის გამზირზე. ჩვენ აქედან არანაირი შემოსავალი არ გვქონია. შაბათ საღამოს დაგეგმილი “ივენთიც” ჩაგვივარდა. ეს საღამო “მზესუმზირების” კოლექტივთან ერთად გვქონდა დაგეგმილი და საკმაოდ ძვირადღირებული DJ უნდა გვყოლოდა, რისთვისაც ორჯერ, სამჯერ მეტი თანხა გადავიხადეთ ვიდრე ჩვეულებრივად არტისტის მოწვევისათვის ვიხდით ხოლმე", - ამბობს, ალექსანდრე გაბრიჩიძე.

მისივე თქმით, 19 მაისს რედბულთან ერთად 4GB-ზე სცენის ორგანიზება იგეგმებოდა, თუმცა ალექსანდრე გაბრიჩიძე ამ დრომდე ვერ აკონკრეტებს შედგება თუ არა ღონისძიება.

ხიდის მენეჯერის თქმით, როდის აღადგენს კლუბი სრულფასოვნად მუშაობას ეს ჯერ არ იციან. "ხიდი დახურული არ არის. თუმცა არასწორი იქნება მხოლოდ ჩვენ რომ გავიხსნათ. არსებულ სიტუაციაში უნდა გავერკვათ. დავსხედბით კლუბების მეპატრონეები, ხელმძღვანელები და ერთიან გეგმაზე შევჯერდებით.”- განაცხადა BMG-სთან ალექსანდრე გაბრიჩიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები