მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზარალიანობის მიუხედავად "ფოსტას" არ მიუღია არანაირი დაფინანსება ბიუჯეტიდან და არც რაიმე შეღავათი სახელმწიფოსგან"

5c1c9a45a7186
ელენე გოგბერაშვილი
21.12.18 11:35
1078

„ზარალიანობის მიუხედავად „ფოსტას“ არ მიუღია არანაირი დაფინანსება ბიუჯეტიდან და არც რაიმე შეღავათი სახელმწიფოსგან“-ასე უპასუხა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ „ საქმიან დილაში“ კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან გამომდინარე დასმულ კითხვას.

„საქართველოს ფოსტის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასული წელი კომპანიამ 330,000 ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო „ფოსტისთვის“ 2016 წელიც, როცა კომპანიის მთლიანმა ზარალმა 2,2 მილიონი ლარი შეადგინა.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, 82 საფოსტო სერვის ცენტრიდან მხოლოდ  77-ია მომგებიანი. ხოლო 65 სერვის ცენტრი კი ასრულებს იმ ვალდებულებას, რომელსაც უნივერსალური საფოსტო მომსახურება ჰქვია.

ჩიკვაიძის განცხადებით,  2018 წლის წინასწარი შედეგებით, კომპანიამ უნივერსალური საფოსტო მომსახურება დააფინანსა 6 მილიონით. რაც შეეხება უნივერსალური მომსახურების გარდა „ფოსტამ“ 6 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიიღო.

რაც შეეხება ‘საქართველოს ფოსტის“ პრივატიაზაციას, რისი გადაწყვტილებაც ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობამ უკვე მიიღო, ჩიკვაიძე ამბობს, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებებში ის თავადაც მონაწილეობდა და ის, რომ დღეს ფოსტა მიმზიდველია ინვესტორებისთვის, არსებული მენეჯმენტის დამსახურებაა. რაც შეეხება კომპანიის ზარალიანობას, ჩიკვაიძის თქმით, სხვა ქვეყნების საფოსტო ოპერატორებისგან განსხვავებით კომპანიას სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია.

„პრივატიზაცია ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მენეჯმენტმა საუკეთესოდ გაართვა თავი თავის ვალდებულებას და კომერციალიზაციის პროცესი მიიყვანა იმ დონემდე, რომ ინვესტორისთვის საინტერესო გახდა კომპანია, რომელიც ვალდებულების ნაწილითაც არის დატვირთული. ანუ ჩვენ ვავითარებთ იმ ბიზნესებს, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული იმისთვის, რომ დაფაროს სახელმწიფოს ვალდებულებითი ნაწილის ღირებულება, მოიგოს და გახდეს საინტერესო ინვესტორებისთვის.

მიუხდავად ზარალიანობისა ფოსტას არ მიუღია არც ბიუჯეტიდან არანაირი დაფინასება  და არც რაიმე შეღავათი სახელმწიფოსგან, განსხვავებით იმ ევროპული ქვეყნების საფოსტო ოპერატორებისა, რომლებმაც ეს პროცესი გაიარეს და ლიბერალიზაციის პროცესი დასრულდა 2013 წელს, თუმცა დღესაც უმეტესი მათგანი სარგებლობს სხვადასხვა სახის დახმარებებით სახელმწიფოსგან.

პრივატიზაცია არ გახლავთ ფოსტის მენეჯენტის პრეროგატივა, ამიტომ მე თავს შევიკავებ შეფასებებისგან. იმას ვერ დავმალავ, რომ მეც მქონია რამდენიმე დაინეტერსებულ ინვესტორთან საუბარი. დასაწყისისთვის ფოსტა არავისთვის საინეტერსო არ იყო. 2016 წლიდან ბიზნესმა დაიწყო ახლო დაკვირვება ჩვენს საქმიანობაზე, რომ შესაძლებელი იყო მიგვეღწია იმ შედეგებისთვის, რომელსაც აშკარაა, რომ დღეს მივაღწიეთ. სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეიძლება ამ კომპანიის გასხვისება.

მივესალმები ფოსტის კომერციალიზაციას, ბიზნესი უკეთესად აკეთებს იმ საქმეს, რასაც დღეს საფოსტო საქმიანობა ჰქვია“-აცხადებს ლევან ჩიკვაიძე.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები