მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარალის შეფასება მიმდინარეობს“ - რა დატვირთვით აგრძელებს სასტუმრო „ამბასადორი“ ოპერირებას?

642802276ddb1
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 14:00
1191
"გაცნობებთ, რომ გუშინ „ამბასადორი თბილისში“ გაჩენილი ხანძრის მიუხედავად, სასტუმროს მეორე ფლიგელი ჩვეულ რეჟიმში და სრული დატვირთვით მუშაობს" - აღნიშნულ განცხადებას „ამბასადორი თბილისის“ მენეჯმენტი სასტუმროს Facebook-გვერდის საშუალებით ავრცელებს.

„ვაგრძელებთ სტუმრების მიღებას და მასპინძლობას უსაფრთხოების ყველა წესისა და სტანდარტის გათვალისწინებით.

აქვე, ვაზუსტებთ, რომ მუშაობას აგრძელებს ჩვენს შენობაში არსებული რესტორანი A.T • Kitchen და მისი კაფე-ტერასა, აუზი და სპა, მაღაზიები „არომატეკა“ და „სტეფანო რიჩი“. დროებით დაკეტილია რესტორანი Qartuli • ქართული და სილამაზის სალონი Ambassadori Beauty.

რაც შეეხება ლაუნჯ-ტერასა Mozaiko / მოზაიკოს, სამწუხაროდ ის ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა“, - ნათქვამია სასტუმროს მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BM.GE დაინტერესდა - რა ზარალი მიიღო სასტუმრომ ხანძრის შედეგად და რა ფართობის ტერიტორია დააზიანა ხანძარმა, რაზეც „ამბასადორი ჯგუფში“ გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

„ხანძარი სასტუმროს მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, შედეგად დაიწვა ეს კონკრეტული, ასევე მის გვერდით არსებული ოთახები და დერეფანი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სრულად დაიწვა მეოთხე სართული, სადაც ლაუნჯ-ტერასა „მოზაიკო“ იყო განთავსებული.

ამ დროისთვის ზარალის შეფასება მიმდინარეობს და ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია“, - აღნიშნავენ „ამბასადორი ჯგუფში“.

შსს-მ სასტუმრო „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები