მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარალს ვეღარ ვითვლით“ - „მინიონები“ გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ

5fe5b5cc83bcc
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.20 15:07
3104
საბავშვო გასართობი ცენტრი „მინიონები“ დღეს 16:00 საათზე პრეს-კონფერენციას გამართავს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მეგი მექერიშვილმა განაცხადა, „მინიონები“ და საბავშვო გასართობი ცენტრები, რომლებიც პანდემიის პერიოდში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ. მისივე თქმით, ისინი სამართლებრივი გზით დაიცავენ თავის უფლებებს. პრეს-კონფერენცია გლდანში „მინიონების“ გასართობ ცენტრში გაიმართება.

"საქმე იმაშია, რომ ბახტრიონზე არსებული შენობა ბანკმა პანდემიის პერიოდში წაგვართვა, ხოლო გვინდა შევინარჩუნოთ ვარკეთილში არსებული ფართი. ბოლომდე ვიბრძოლებთ საკუთარი თავის დასაცავად და გადარჩენისთვის.

არავის ესმის ჩვენი ხმა. ეკონომიკის სამინისტროში გვეუბნებიან, რომ იციან ჩვენი მდგომარეობა, თუმცა რეაგირება საერთოდ არ არის. არც სუბსიდირების პროგრამა შეგვეხო, თითქოს არ ვარსებობთ და ეს ბიზნესი საერთოდ არ არსებობდა ისე მოქმედებენ“, - განაცხადა მეგი მექერიშვილმა.

ის იმედოვნებს, რომ ამ ბრძოლაში მათ ბევრი საბავშვო გასართობი ცენტრი შეუერთდება, რადგან მათ უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები აქვთ, რომელსაც ვერ იხდის.

„მინიონების“ დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანია პანდემიამდე 150-მდე ადამიანს ასაქმებდა.

„ზარალს ვეღარ ვითვლით, რადგან ბანკმა პანდემიის დროს ერთი ქონება უკვე წაგვართვა, რომელიც იპოთეკით გვქონდა შეძენილია. ამ ეტაპზე საფრთხე ვარკეთილის ფილიალს ემუქრება საფრთხე და ასევე ჩადებული გვაქვს ჩვენი სახლ-კარი, რომელიც ასევე შეიძლება ბანკმა ჩამოგვართვას, რადგან უმოქმედობის გამო ვალდებულებებს ვერ ვასრულებთ.

სახელმწიფომ იმის საშუალებაც არ მოგვცა, რომ რესტორნების მსგავსად ცოტა ხანი მაინც გვემუშავა, ამიტომ შემოსავალი მარტის შემდეგ არ გვქონია“, - განაცხადა მეგი მექერიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები