მთავრობა მიხეილ ყაველაშვილს ზაზა კანდელაკის ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადებას წარუდგენს - ამის შესახებ 1 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაში წერია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლდეს 2025 წლის 20 დეკემბრიდან.
განკარგულებას ხელს აწერს "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
bm.ge საგარეო საქმეთა სამინისტროსთან როტაციის მიზეზებს არკვევს. კანდელაკი თანამდებობაზე 2024 წელის იანვარში იმჟამინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით დაინიშნა.


























