მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაზა ოქუაშვილს მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარე"

5bb208923458f
BM.GE
01.10.18 15:43
1034

ყოფილი პრემიერის და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრა ერთხელ ჰქონდა და მას დაეხმარა. როგორც ივანიშვილი აცხადებს, ოქუაშვილი „ჩანაწერების ოსტატი ყოფილა“.

„მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაზე განცხადებები ღიმილს იწვევს. მე მას მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარე, ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს. ეს ვალდებულება, დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან, პრემიერთან ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი გასაგებია, რომ მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ეს კაცი ჩანაწერების ოსტატი ყოფილა, ყველას და ყველაფერს იწერდა, თუმცა რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს. თუ ვინმე შეგეკითხებათ გუშინდელ გადაცემაზე, უნდა უპასუხეთ, რომ სადაა ჩანაწერები? გამოიტანოს ეს ჩანაწერები და გვაჩვენოს ამ შეხვედრის შესახებ“, - ამბობს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები