მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა სინაურიძე: ჯანდაცვის რეფორმა დიდი ალბათობით პატარა კლინიკების დახურვას გამოიწვევს

5dda81652e8fe
ნუცა ბაზლიძე
24.11.19 17:15
5461
„PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე გადაცემაში „საქმის კურსი“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რეფორმას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკები სახელმწიფოს ერთნაირი ტარიფებით უნდა მოემსახურნონ. კლინიკები ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გადავადებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გათანაბრებული ტარიფები, დაბალია. სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ტარიფებით ბაზარზე მუშაობა  მომსახურების ხარისხს გააუარესებს.

„სისტემაზე უარს არ ვამბობთ, პირიქით, ეს არის თანამედროვე, მთელს მსოფლიოში აპრობირებული სისტემა, მაგრამ ამას აუცილებლად ზედმიწევნით ზუსტი დათვლა ესაჭიროება, ვინაიდან მოწოდებული რიცხვები აბსოლუტურად არ შეესაბამება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, აისახება პაციენტებსა და კლინიკებზე; არ შეიძლება იმ ფასების გაანაგრიშება, რომლებიც 2013 წელს იყო. უპირველეს ყოვლისა, ხარისხი დაეცემა. შეუძლებელია სახარჯი მასალების შეძენა, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში, ფასები 200%-ით და მეტით გაიზარდა. შესაბამისად, კუსტარული სისტემით მოგვიწევს მუშაობა. პროფესიონალთა ჯგუფმა ტარიფები სწორად უნდა დათვალოს“ - აცხადებს „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე.

ამასთანავე, სინაურიძე განმარტავს, რომ აღნიშნული სიტუაცია დიდი ალბათობით გარკევული რაოდენობის, ძირითადად პატარა კლინიკების დახურვის მიზეზი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები