მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზაზა სინაურიძე: სამედიცინო პერსონალს სჭირდება ძალიან კარგი გადამზადება

5b4ef603a78bd
თათია ჩაფიჩაძე
18.07.18 12:40
7784
სამშობიარო PINEO სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე მიიჩნევს, რომ საკეისრო კვეთების კუთხით ქვეყანაში მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა, რაც დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე უარყოფითად აისახება. სინაურიძე თვლის, რომ ფინანსური საქციები ლოგიკურია, თუმცა ამასთან ერთად აუცილებელია სამინისტრომ ექიმების გადამზადებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხითაც იმუშაოს.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა საკეისრო კვეთების რაოდენობის მიხედვით, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და შესაბამისად დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ეს პროცენტულობა შემცირდეს. სწორედ ამიტომ გვაქვს დედათა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, შესაძლოა ვიდეოთ მეთოდოლოგიაზე და ციფრზე, მაგრამ თვითონ ჯარიმა ლოგიკურია, თუმცა ეს პრობლემას არ უშველის. რამოდენიმე შემადგენლობა აქვს ამ საკითხს, რომელთა შორის მთავარია საზოგადოების განათლება. სამწუხაროდ ძალიან დაბალია ორსულთა ინფორმირებულობა, მაღალია განმეორებითი საკეისროების პროცენტული მაჩვენებელი. ასევე არ მინდა სირაქლემას როლში ვიყო და არ ავღნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალსაც სჭირდება ძალიან დიდი და კარგი გადამზადება. ერთ-ერთი ასეთი ჩემი აზრით, არის ლიცენზირების პროცესის აღდგენა, იმიტომ რომ აბსურდში ვართ. შეიძლება ერთხელ რაღაცა ლიცენზია მიიღო და 20 წელია მას მერე გასული და ამ დროის განმავლობაში, აღარც წიგნი წაუკითხავს და აღარც ფილმი უნახავს. შესაბამისად ეს ღონისძიებები კომპლექსშია გასატარებელი.“ - განაცხადა ზაზა სინაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები