მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ზედაზენი" გერმანული ლუდის "ჰოლსტენის" წარმოებას იწყებს

5b026dad95259
მაია ბიწაძე
21.05.18 11:00
2431
"ქართული ლუდის კომპანია" პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდის "ჰოლსტენის" წარმოებას იწყებს, რომელიც საცალო ქსელში დღეიდან ჩაეშვება.

"ლუდის ნამდვილი მოყვარულები, ჩვენი კომპანისგან მუდმივად ელიან სიახლეებს. გერმანული პრემიუმ ბრენდი ჰოლსტენი, დღეიდან მათი საკუთრებაა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, ყველა ლუდის მოყვარულის ცხოვრებაშიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. "ქართული ლუდის კომპანია" გაჩერებას არ აპირებს და კიდევ რამდენიმე სიახლეს გამოიტანს ბაზარზე",- აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" ბრენდ მენეჯერი მიხეილ ქურდაძე.

ლუდსახარში „ჰოლსტენი“ და მისი ბრენდი მსოფლიო ლუდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტის „კარლსბერგის“ ჯგუფის წევრია, რომლის მსოფლიო ბაზრის სამომხმარებლო წილი ასე გამოიყურება: დასავლეთ ევროპა (47%), აღმოსავლეთ ევროპა (31%) და აზია (27%).

"რაინდი H, რომელიც ქვეყნის სხვადადხვა ქალაქში პარალელურად გამოჩნდა, პრემიუმ ლუდი ჰოლსტენის მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რაინდის ვიზუალი ლუდის ლოგოს ანალოგი. ამით იმის თქმა გვსურდა, რომ მსოფლიოში აღიარებული გერმანული პრემიუმ ლუდი უკვე საქარათველოშია და ხელმისაწვდომია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. რაინდი H მა დიდი ყურადღება მიიპყრო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ის ყოველთვის იქ იყო, სადაც ქვეყნისათვის აქტუალური თემა იყო, ეს იყო საერო დღესასწაული, მუსიკალური ფესტივალი, თუ სხვა ღირსშესანიშნავი მოვლენა. ლუდი ჰოლსტენიც სწორედ ესე იქნება ყველგან, სადაც ხალხია. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ კითხვას, თუ ვინ არის რაინდი H პასუხი გაეცა, ამით კამპანია არ დასრულებულა, ის კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება საზოგადოებისთვის საინტერესო ადგილას. რაც შეეხება ლუდს, დღეიდან ის ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით 0.5 შუშისა და ქილის და 1 და 2.5 ლიტრიან შეფუთვებში“, - აცხადებენ "ქართული ლუდის კომპანიაში".



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები