ზედიზედ მეშვიდედ - ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია - ინფორმაციას კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
„ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 220 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 253 კილოგრამი. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 473 კილოგრამი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.