მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზედმეტად ოპტიმისტურად ნუ იქნებით ამ პროცესის მიმართ განწყობილი - ავსტრიის ელჩი ევროინტეგრაციაზე

63a1bd5b47c1a
BM.GE
20.12.22 17:44
538
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თომას მიულმანს მოუსმინა. საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პერსპექტივები იყო ის ძირითადი საკითხები, რომელთა შესახებ პარლამენტში მოწვეულმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ისაუბრა. მან ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა მიმოიხილა და სამომავლო პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება. თომას მიულმანმა ორივე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს კარგი დღის წესრიგი და იმავდროულად ბევრი სამუშაო განსახორციელებელი.

„ერთი წლის წინ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე, ახლა კი ვსაუბრობთ გაფართოების ლოგიკაზე. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს, თქვენ, მოლდოვამ და უკრაინამ ერთად, საკმაოდ დაჩქარებულად შეიტანეთ ევროკავშირში განაცხადი. გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მოეხდინა. პირველი ეს იყო ევროპული საბჭოს შეკრება და დავალება კომისიას, რომ მოსაზრება გამოეტანა და შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ამ პროექტმა საქართველო დააწინაურა ევროკავშირთან ურთიერთობის გზაზე, მაგრამ ზედმეტად ოპტიმისტურად ნუ იქნებით პროცედურის თვალსაზრისით, რადგან ეს არის გრძელვადიანი გზა,“ - განაცხადა თომას მიულმანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები